დაკავებული თანამდებობის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი მენეჯერებს აქვთ – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა და 3 609 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი – 1 132 ლარი იყო არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე. 2025 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი დაკავებული პოზიციების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდებოდა ქვეყანაში: მენეჯერები – 3 609 ლარი; სპეციალისტი-პროფესიონალები – 2 301 ლარი; ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები – 2 188 ლარი; სულ {საშუალო ხელფასი საქართველოში} – 2 165 ლარი; ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები – 2 066 ლარი; დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები – 1 944 ლარი; ოფისის დამხმარე პერსონალი – 1 897 ლარი; მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებული პირები – 1 534 ლარი; სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის კვალიფიციური მუშაკები – 1 261 ლარი; არაკვალიფიციური მუშაკები – 1 132 ლარი. აღსანიშნავია, ისიც რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სქესის მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე (ძირითად ჯგუფში) აღემატება ქალების ხელფასს. მაგალითისთვის, მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 2 713 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი – 4 312 ლარით. 2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.4% შრომის ანაზღაურება იყო, ხოლო 2.6% – სხვა დანახარჯები (სოციალური უზრუნველყოფა, კადრების მომზადება და გადამზადება, კულტურულ-საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი და სხვა ღონისძიებები). საქმიანობის სახეების მიხედვით, საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი – სხვა სახის მომსახურების სფეროში და 14 537 ლარი შეადგინა,” – ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
Free: opens Google Translate with the text filled in. Long articles are split into numbered sections.
Premium: read the translation right here, without leaving HyeNews. Try free for 7 days.
როგორია ხელფასები სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოში

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS

Муниципалитет Ахалкалаки профинансирует участие в Олимпиаде «Зарзма»
JNEWS / 6 hours ago

Ախալքալաքի մունիցիպալիտետը կֆինանսավորի «Զարզմա» օլիմպիադային մասնակցությունը
JNEWS / 7 hours ago

საქართველოს წარმომადგენელმა ანი სტეფანიშვილმა კონკურსში „Miss Asia Global 2026“ გაიმარჯვა
JNEWS / 8 hours ago

საკრებულოში გაზისა და წყლის ტარიფების შესაძლო გაზრდა განიხილეს
JNEWS / 8 hours ago
Related coverage

Պետքարտուղարությունը հավանություն է տվել Ուկրաինային ավելի քան 2 միլիարդ դոլար արժողությամբ «Պատրիոտ» հրթիռների վաճառքին
Akhaltskha.net / 2 hours ago

Բորժոմիի մունիցիպալիտետի Դվիր գյուղում Դվիրուլա գետի վրա 57 մետրանոց պաշտպանիչ հենապատ կկառուցվի
Akhaltskha.net / 5 hours ago

Հայ և թուրք լրագրողները ծանոթանում են երկկողմ տնտեսական հարաբերությունների կարգավորման հեռանկարներին
Akhaltskha.net / Oct 23

ՏնտեսությունԹուրքիայից միգրացիայի շնորհիվ Գերմանիան ավելի հարուստ է դարձել. Մերց. «Հարևաններ»հոկտեմբերի 21 | 20:15
Akhaltskha.net / Oct 22