18 წლის ქართველმა მოდელმა და პროფესიონალმა მოცეკვავემ, ანი სტეფანიშვილმა, საერთაშორისო სილამაზის კონკურსის – Miss Asia Global 2026-ის მთავარი გვირგვინი მოიპოვა. მალაიზიის ქალაქ პენანგში გამართულ ფინალში მან 37 ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. საქართველოსთვის ეს კონკურსის ისტორიაში პირველი გამარჯვებაა. ფინალი 24 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ვიცე-მისის ტიტული მალაიზიის წარმომადგენელმა ჯინგ ენმა მიიღო, მეორე ადგილი უზბეკეთის მონაწილეს ერგო, მესამე – ტაილანდის, ხოლო მეოთხე – მექსიკის წარმომადგენელს. გამარჯვების შემდეგ ანი სტეფანიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციები გააზიარა. როგორც თავად წერს, იმ მომენტში, როდესაც სცენაზე საქართველოს სახელი გაიგო და გამარჯვება გააცნობიერა, პირველი, რაც იგრძნო, პირადი წარმატების სიხარული კი არა, სამშობლოს სახელით მოპოვებული გამარჯვების სიამაყე იყო. როდესაც სცენაზე საქართველოს სახელი გავიგე და გავიაზრე, რომ გავიმარჯვე, პირველი, რაც ვიფიქრე, არ ყოფილა ის, რომ მე, ანი სტეფანიშვილმა, კონკურსი მოვიგე. ჩემი პირველი ემოცია იყო ის, რომ ჩემი სამშობლო ვასახელე, ჩემს ქვეყანას კიდევ ერთი გამარჯვება მოვუტანე და ჩემს მიზანს მივაღწიე“, – წერს ანი.
Free: opens Google Translate with the text filled in. Long articles are split into numbered sections.
Premium: read the translation right here, without leaving HyeNews. Try free for 7 days.
საქართველოს წარმომადგენელმა ანი სტეფანიშვილმა კონკურსში „Miss Asia Global 2026“ გაიმარჯვა

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS

Муниципалитет Ахалкалаки профинансирует участие в Олимпиаде «Зарзма»
JNEWS / 6 hours ago

Ախալքալաքի մունիցիպալիտետը կֆինանսավորի «Զարզմա» օլիմպիադային մասնակցությունը
JNEWS / 7 hours ago

როგორია ხელფასები სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოში
JNEWS / 8 hours ago

საკრებულოში გაზისა და წყლის ტარიფების შესაძლო გაზრდა განიხილეს
JNEWS / 8 hours ago
Related coverage

հոկտեմբերի 30 | 22:42ԱՄՆ-ի և Իրանի միջև հակամարտությունը հավերժ չի շարունակվելու. Վենս. «Հարևաններ»
Akhaltskha.net / 3 hours ago

ԱշխարհՀոկտեմբեր 30-ը՝ 60 երկվայրկեանի մէջ. արեւմտահայերէն լուրերհոկտեմբերի 30 | 20:54
Akhaltskha.net / 5 hours ago

ԱշխարհՕրը՝ 60 վայրկյանում | 30.10.2026հոկտեմբերի 30 | 19:42
Akhaltskha.net / 6 hours ago

«Կնատունա» սննդի կետի գործունեությունը կասեցվել է
AliQ Media / 8 hours ago