საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა კვლავ შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში, ოქტომბერში, სოციალური დახმარება 28 625 ადამიანს შეუწყდა, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში მონაცემთა ბაზიდან სულ 191 736 ადამიანი ამოირიცხა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი მოქალაქე იღებდა, ოქტომბერში კი ეს რიცხვი 518 490 ადამიანამდე შემცირდა. მონაცემებს „Business Press News“ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების შემოწმება და კრიტერიუმების ცვლილება მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ის არის, რომ მონაცემთა ბაზაში დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება. მოგვიანებით მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად ართმევს.
Free: opens Google Translate with the text filled in. Long articles are split into numbered sections.
Premium: read the translation right here, without leaving HyeNews. Try free for 7 days.
10 თვის განმავლობაში სოციალური დახმარება დაახლოებით 192 ათას ადამიანს შეუწყდა

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS

საქართველოდან რუსეთის, სომხეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების 91 მოქალაქე გააძევეს
JNEWS / 9 hours ago

აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს
JNEWS / 9 hours ago

27 ნოემბერს ახალქალაქის საავადმყოფოში ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია გაიმართება
JNEWS / 9 hours ago

ახალქალაქში 2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შესაძლოა წლის ბოლომდე ვერ დასრულდეს
JNEWS / 9 hours ago
Related coverage

Ասպինձայի մունիցիպալիտետի Ճոբարեթի գյուղում շարունակվում են վաղ բրոնզի դարով թվագրվող բնակավայրի հնագիտական ուսումնասիրությունները
Akhaltskha.net / Nov 2

Գազի թանկացման հետ կապված՝ ունենք հաշվարկներ, բայց ԿԲ-ն որևէ միջամտություն չի կարող անել շուկայում. Մարտին Գալստյան
Akhaltskha.net / Nov 2

Պետքարտուղարությունը հավանություն է տվել Ուկրաինային ավելի քան 2 միլիարդ դոլար արժողությամբ «Պատրիոտ» հրթիռների վաճառքին
Akhaltskha.net / Oct 31

Բորժոմիի մունիցիպալիտետի Դվիր գյուղում Դվիրուլա գետի վրա 57 մետրանոց պաշտպանիչ հենապատ կկառուցվի
Akhaltskha.net / Oct 30