ქათმის ფილე ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი ინდოეთში ღირს – ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს მონაცემებიდან. უფრო კონკრეტულად, შვეიცარიის მარკეტებში 1 კგ. ქათმის ფილეს ფასი საშუალოდ 28.34 დოლარის, ინდოეთში კი 2.93 დოლარის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ამჯერად მოიცავს 53 ქვეყანას და მასში ვერ მოხვდა საქართველო. რეიტინგში საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის შეხვდებით თურქეთსა და რუსეთს. მონაცემების მიხედვით, 1კგ ქათმის ფილეს ფასი თურქეთის მარკეტებში საშუალოდ 4.8 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რითაც ქვეყანა 46-ე ადგილზეა. რაც შეეხება რუსეთს, ის 42-ე ადგილზე მოხვდა 5.85 დოლარიანი მაჩვენებლით. 10 ქვეყანა, სადაც ქათმის ფილე ყ­ველაზე ძვირია: შვეიცარია – 28.34 დოლარი; ნორვეგია – 16.59 დოლარი; ლუქსემბურგი – 14.82 დოლარი; ავსტრია – 14.29 დოლარი; ნიდერლანდები – 14.27 დოლარი; ისრაელი – 13.86 დოლარი; საფრანგეთი – 13.61 დოლარი; ფინეთი – 13.57 დოლარი; იტალია – 12.50 დოლარი; აშშ – 12.42 დოლარი. 10 ქვეყანა, სადაც ქათმის ფილე ყველაზე იაფია: ინდოეთი – 2.93 დოლარი; ინდონეზია – 3.08 დოლარი; ჩინეთი – 3.41 დოლარი; ვიეტნამი – 3.81 დოლარი; მალაიზია – 4.13 დოლარი; უკრაინა – 4.77 დოლარი; ბელარუსი – 4.78 დოლარი; თურქეთი – 4.80 დოლარი; სამხრეთ აფრიკა – 5.21 დოლარი; ეკვადორი – 5.37 დოლარი.