დღეს, 3 ნოემბერს, პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 11 წლის არასრულწლოვანის შრომით ექსპლუატაციას – დედა და მისი მეგობარი 11 წლის მოზარდს თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ 2024 წლიდან. „ბრალდებულები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით არასრულწლოვანს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას. ყოველდღიურად უწესებდნენ შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. ბრალდებულები არასრულწლოვანს არ აძლევდნენ სკოლაში სიარულის და განათლების მიღების შესაძლებლობას, ღამის საათებში დაჰყავდათ მისთვის შეუსაბამო ადგილებში, ხოლო საცხოვრებლად სხვადასხვა მისამართზე, არასათანადო პირობებში გადაჰყავდათ. არასრულწლოვანი არ იყო უზრუნველყოფილი საკვებით და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით“ – წერს პროკურატურა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Free: opens Google Translate with the text filled in. Long articles are split into numbered sections.
Premium: read the translation right here, without leaving HyeNews. Try free for 7 days.
ბრალი წარუდგინეს დედას, რომელიც 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS

მთავრობა სასაზღვრო რეგიონების მაცხოვრებელთა და სტუდენტთა დახმარებას გააგრძელებს
JNEWS / 6 hours ago

ახალქალაქში ონკოლოგიურ პაციენტთა რაოდენობა იზრდება: ექიმები ადრეული დიაგნოსტიკის მომხრენი არიან
JNEWS / 6 hours ago

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირთან დიალოგისთვის მზადყოფნა განაცხადა
JNEWS / 6 hours ago

გაზმომარაგება ჯავახეთში, 5 ნოემბერს აღდგება
JNEWS / 6 hours ago
Related coverage

Հոկտեմբերին Վրաստանում տարեկան գնաճը հասել է 5.9%-ի
AliQ Media / 4 hours ago

Էրդողանի ուղերձը Կղավելաշվիլիին․ Թուրքիայի նախագահը ողջունել է Վրաստանին օդային տարածքն անցնելիս
AliQ Media / 4 hours ago

Ընդդիմադիր կուսակցությունների հանդիպումը միջազգային կազմակերպությունների և դիվանագետների հետ
AliQ Media / 4 hours ago

Որոնողափրկարարական գործողություն Ռիոնում․ փրկարարները փնտրում են գետն ընկած մեքենայի ուղևորներին
AliQ Media / 4 hours ago