საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელებსა და სანელებლებში „სუდანის“ ჯგუფის აზო-საღებავები აღმოაჩინეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორებს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია აეკრძალათ. კერძოდ, საუბარია სვანურ მარილსა და წითელ წიწაკაზე. „სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „სუდანის“ ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სექტემბერში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან სუნელებისა და სანელებლების 44 ნიმუში აიღო. ლაბორატორიული კვლევა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა. ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, დარღვევები გამოვლინდა შემდეგ სურსათში: წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026, მინიმალური შენახვის ვადა: 21.05.2028) — მწარმოებელი შპს „Beyza Gida San Tic“. აღმოჩენილია Sudan I და Sudan IV. სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 21.05.2026, მინიმალური შენახვის ვადა: 21.05.2028) — მწარმოებელი შპს „იღოეთი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 432549361; მისამართი: კასპის რაიონი, სოფელი იღოეთი). აღმოჩენილია Sudan I და Sudan IV. ფარშის სანელებელი (დამზადების თარიღი: 29.06.2026, მინიმალური შენახვის ვადა: 29.06.2028) — მწარმოებელი შპს „დაბი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 401946392; მისამართი: დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა). აღმოჩენილია Sudan Red G. სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026, მინიმალური შენახვის ვადა: 15.09.2027) — მწარმოებელი შპს „ნტკ 2016“ (მისამართი: ქობულეთის რაიონი, სოფელი ქვედა კვირიკე, ბობოყვეთის შესასვლელი). აღმოჩენილია Sudan I. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს ჩამოთვლილი სურსათის რეალიზაცია აეკრძალათ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს ბაზრიდან სუნელებისა და სანელებლების ამოღება და გამოთხოვა. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული სურსათი, თუ ის უკვე შეიძინეს. „სუდანის“ ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივი სახით არ გვხვდება. ისინი მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებ დანამატებს. სურსათში საღებავების — Sudan I, Sudan II, Sudan III, Sudan IV, Sudan Orange G, Sudan Red G, Sudan Red 7B და Sudan Red B გამოყენება აკრძალულია. რისკების შეფასებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა „სუდანის“ ჯგუფის საღებავების შემცველობაზე. მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუნელებისა და სანელებლების 94 ნიმუში აიღო. აკრძალული საღებავები ხუთ ნიმუშში აღმოჩნდა“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
Free: opens Google Translate with the text filled in. Long articles are split into numbered sections.
Premium: read the translation right here, without leaving HyeNews. Try free for 7 days.
სურსათის ეროვნული სააგენტო: სუნელებსა და სანელებლებში „სუდანის“ ჯგუფის აზო-საღებავები იპოვეს

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS

Прокуратура раскрыла план по нападению на школу в Тбилиси
JNEWS / 2 hours ago

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვას დღეიდან დაიწყებს
JNEWS / 4 hours ago

საბავშვო ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული სომხეთი გახდა
JNEWS / 4 hours ago

UFC-ის TOP-5 მილიონერი: ვინ არიან ყველაზე მდიდარი მებრძოლი ლეგენდები?
JNEWS / 4 hours ago
Related coverage

Ким Чен Ын прибыл в Китай по открытому через 12 лет мосту через Амноккан
Akhaltskha.net / 21 hours ago

Израильская армия принудительно выселяет палестинцев из домов и проводит задержания в Эль-Халиле
Akhaltskha.net / 21 hours ago

ԿենսաբազմազանությունCOP 17-ի անցկացմանն աջակցում են նաև կամավորներըհոկտեմբերի 23 | 22:12
Akhaltskha.net / Oct 24

Կիևը և Մոսկվան հաստատել են Խերսոնի մարզի Օլեշկի քաղաքում հրադադարի հաստատումը
Akhaltskha.net / Oct 24