საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის 10 კომპანიიდან 8 აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული. ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ “ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემები. უშუალოდ სათამაშო ბიზნესის მოცულობამ კი 2025 წელს 88.370 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბიზნესსექტორის მთლიანი მაჩვენებლის 34.8%-ია. რაც შეეხება მთლიან მაჩვენებელს, საქსტატის მონაცემებით 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.1%-ით გაიზარდა და 253.7 მილიარდი ლარი შეადგინა. “ბიზნესპრესნიუსი“, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას იმ 10 უმსხვილესი კომპანიის მფლობელთა შესახებ, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ბრუნვა დააფიქსირეს: (როგორც უკვე აღვნიშნეთ, 10-დან 8 აზარტული თამაშების სფეროში საქმიანობს) შპს “კავკასიის ავტოიმპორტი“ – სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიაში ყველაზე დიდ, 34.875%-იან წილს გიორგი სურგულაძე ფლობს, 27.225%-იან და 27.9%-იან წილებს, შესაბამისად, გიორგი გულაშვილი და ლევან სურგულაძე ინაწილებენ, ხოლო დარჩენილი 10%-ის მესაკუთრე დავით გულაშვილია. სს “ნიკორა ტრეიდი“ – 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს “ნიკორა ტრეიდის“ 96.60%-იანი წილის მფლობელი საქართველოში დაფუძნებული და რეგისტრირებული სს “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფია“ (კომპანიას 2026 წლის 2 თებერვალს შეეცვალა სახელი და დაერქვა სს “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი“, მანამდე მას ერქვა სს “ნიკორა“), ხოლო აქციების 3.40% ეკუთვნის სხვა აქციონერებს (2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით: სს “ნიკორა“ – 96.60%, სხვა აქციონერები – 3.40%). რაც შეეხება “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ დამფუძნებელს, ის ვასილ სუხიაშვილია, რომელიც ამავე კომპანიის აქციების 23%-ს ფლობს და ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს. შპს “ევროპაბეთი“ – კომპანიის 100%-იან წილს შვედური Betsson Perch Investments AB-ი ფლობს. შპს “ბეთლაივი“ – კომპანიაში ყველაზე დიდ, 47%-იან წილს შპს “აიტი ვენჩარი“ ფლობს, 26%-იან წილს – ნანა ჯანაშია, ხოლო 15%-ის მესაკუთრე სს “ბი ელ აქტივების მენეჯმენტია“. დარჩენილ წილებს ზურაბ ვარსემაშვილი (5%), ალექსი მოდებაძე (4%) და თამაზ ხარაიძე (3%) ინაწილებენ.
Free: opens Google Translate with the text filled in. Long articles are split into numbered sections.
Premium: read the translation right here, without leaving HyeNews. Try free for 7 days.
საქართველოს ათი უდიდესი კომპანიიდან რვა სათამაშო ბიზნესის სექტორში საქმიანობს — ვის ეკუთვნის ეს ბიზნეს-გიგანტები?

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS

Ռուսթավելիի պուրակի կառուցումը մոտենում է ավարտին, սակայն կոյուղու խնդիրը մնում է չլուծված
JNEWS / 9 hours ago

Վրաստանի խոշորագույն 10 ընկերություններից 8-ը գործում են մոլախաղերի ոլորտում․ ո՞ւմ են պատկանում այս բիզնես հսկաները
JNEWS / 11 hours ago

Ախալքալաք-Կարծախ ճանապարհին երթևեկությունը կրկին պարալիզացված է, այս անգամ՝ քաղաքի մոտ
JNEWS / 12 hours ago

Վրաստանում թուրքական ձիթապտղի յուղում վտանգավոր հավելումներ են հայտնաբերվել
JNEWS / 13 hours ago
Related coverage

Հայ և թուրք լրագրողները ծանոթանում են երկկողմ տնտեսական հարաբերությունների կարգավորման հեռանկարներին
Akhaltskha.net / 20 hours ago

ՏնտեսությունԹուրքիայից միգրացիայի շնորհիվ Գերմանիան ավելի հարուստ է դարձել. Մերց. «Հարևաններ»հոկտեմբերի 21 | 20:15
Akhaltskha.net / Oct 22

Արդյո՞ք կթանկանա կյանքը Հայաստանում, եթե գազի գինը բարձրանա․ Տնտեսական ազդեցությունը
Akhaltskha.net / Oct 22

Հայտնաբերվել են վտանգավոր խաղալիքներ, տրվել են կարգադրագրեր. Շուկայի վերահսկողության տեսչական մարմին
Akhaltskha.net / Oct 20