ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის – „ჩემი პირველი ნერგი“ – ფარგლებში დღეს 517 ხე დაირგო: მუხა, ალვის ხე, ჭადარი და ნატვრის ხე / ნაძვი (სოჭი/ფიჭვი). გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქის საჯარო სკოლების პირველკლასელებმა, ასევე რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ წელს ახალქალაქის სკოლების პირველ კლასებში 525 პირველკლასელი წავიდა. დღეს, 22 ოქტომბერს, ახალქალაქელმა მოსწავლეებმა სიხარულით მიიღეს მონაწილეობა ხეების დარგვაში. გაკვეთილების შემდეგ ისინი მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად გაემართნენ ქალაქის პარკ „ხას ბახჩასა“ და ჯივანის (9 აპრილის) პარკში, სადაც წინასწარ იყო მომზადებული ნერგები და ორმოები მათ დასარგავად. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაქარიანმა, მისმა მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ რუბენ პალიანმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თერეზა ჩივჩიანმა და სხვა პირებმა. მოსწავლეებთან ერთად ისინი შეუერთდნენ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე ზონების გაფართოებასა და მოზარდ თაობაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე. მისი ძირითადი მიზნებია ტყის მასივებისა და მწვანე ზონების აღდგენა და გაფართოება, მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებისადმი გაფრთხილებითი და მზრუნველი დამოკიდებულების აღზრდა. ინიციატივის განხორციელებაში ჩართულნი არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
Free: opens Google Translate with the text filled in. Long articles are split into numbered sections.
Premium: read the translation right here, without leaving HyeNews. Try free for 7 days.
ახალქალაქში პირველკლასელებმა თავიანთი „პირველი ნერგი“ დარგეს

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS

Дожди, нехватка рабочих… – непреодолимые сложности картофелеводов Ахалкалаки
JNEWS / 7 hours ago

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური თაღლითობის შესახებ აფრთხილებს
JNEWS / 8 hours ago

საქართველომ ერთწლიანი შეჩერების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
JNEWS / 8 hours ago

В Ахалкалаки первоклассники посадили свой «первый саженец»
JNEWS / 11 hours ago
Related coverage

հոկտեմբերի 22 | 22:48Կանադան և Թուրքիան հաստատել են ռազմավարական գործընկերություն
Akhaltskha.net / 5 hours ago

ԱրտաքսումԱդրբեջանն «անցանկալի անձ» է հայտարարել Թուրքիայի 31 քաղաքացու. «Հարևաններ»հոկտեմբերի 22 | 20:44
Akhaltskha.net / 6 hours ago

Ռուսաստանի քաղաքացիները շարունակում են մնալ Վրաստանի այցելուների խոշորագույն խմբերից մեկը
AliQ Media / 8 hours ago

Իրակլի Կոբախիձեն Բրյուսելում կմասնակցի Euronews-ի կազմակերպած ընդլայնման գագաթնաժողովին
AliQ Media / 8 hours ago