დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მომსახურების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა. ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია. ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები. ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე – www.ncdc.ge.
Free: opens Google Translate with the text filled in. Long articles are split into numbered sections.
Premium: read the translation right here, without leaving HyeNews. Try free for 7 days.
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
მომსახურების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS
Related coverage

Բորժոմիում անցկացվել է անվճար բժշկական ակցիա և շուրջ 300 քաղաքացի օգտվել է ծառայություններից
Akhaltskha.net / Oct 19

Ադիգենիում անցկացվում է արյան անհատույց դոնորության արշավ
Akhaltskha.net / Oct 19

Ախալքալաքում կանցկացվի անվճար բժշկական արշավ
Akhaltskha.net / Oct 16

Ախալցխեի քաղաքապետ Վարլամ Ծիկլաուրին ներկայացրել է մեկ տարվա գործունեության հաշվետվությունը
Akhaltskha.net / Oct 12


