საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ახალ პროექტებზე 38 მილიონი ევრო დაიხარჯება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განაგრძობს „საქართველოს მოსახლეობის“ მხარდაჭერას. აღნიშნული დაფინანსების შესახებ პირველად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 10 ოქტომბერს ისაუბრა. მისი თქმით, პროექტები მიზნად ისახავს სოფლის განვითარების, ბიზნესის, ქალთა გაძლიერებისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობას. მან იმედი გამოთქვა, რომ „მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად“, მათი ხელმოწერა წლის ბოლომდე მოხერხდება. მოგვიანებით, 16 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ეს პროექტები „განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში“. პროექტების მიმართულებებია პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა; ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება; სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით; ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა; და აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება. „საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში. წარმომადგენლობამ ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მრავალწლიან მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირმა ქვეყანაში 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორიცაა „სოფლის მეურნეობის განვითარება, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში მხარდაჭერა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ხელშეწყობა“.
Free: opens Google Translate with the text filled in. Long articles are split into numbered sections.
Premium: read the translation right here, without leaving HyeNews. Try free for 7 days.
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას არ აფინანსებს, თუმცა მოქალაქეების მხარდასაჭერად 38 მილიონ ევროს გამოყოფს

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS

Տասնամյակների սպասում և շինարարության 4 տարի․ ինչ վիճակում է Խանդո գյուղի մարզադահլիճը
JNEWS / 1 hour ago

Главные итоги большого заседания «Грузинской мечты»
JNEWS / 13 hours ago

Гор Айвазян стал победителем Международного турнира по боксу имени Ливенцева
JNEWS / 13 hours ago

Գոռ Այվազյանը դարձավ Լիվենցևի անվան միջազգային մրցաշարի հաղթող
JNEWS / 14 hours ago
Related coverage

Հայաստանն ու Ղրղզստանը համաձայնագիր են ստորագրել քաղաքացիների այցելությունների և գտնվելու կարգի մասին
Akhaltskha.net / 15 hours ago

Հայաստանն ու Ղրղզստանը համագործակցության հուշագիր են ստորագրել անձնական տվյալների պաշտպանության ոլորտում
Akhaltskha.net / 19 hours ago

Ալեն Սիմոնյանը Save Armenia-ի ներկայացուցիչների հետ քննարկել է Հայաստան-ԱՄՆ ռազմավարական գործընկերության և տարածաշրջանային հետաքրքրություն ներկայացնող հարցեր
Akhaltskha.net / Oct 13
Շվեյցարիայի արտաքին գործերի նախարարը և ԵԱՀԿ գործող նախագահը այցելելու են Վրաստան
Akhaltskha.net / Oct 12