ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელის, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრ “თუმო ქუთაისის” (TUMO) ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. პროექტი “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ხორციელდება და მასში სწავლა მოზარდებისთვის სრულად დაფინანსებულია. “თუმო ქუთაისის” პროგრამა 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებზეა გათვლილი და მათ ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას სთავაზობს. სასწავლო კურსებზე უკვე 1 550-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული, საიდანაც პირველ ეტაპზე სწავლა 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო. ადგილზე სასწავლო პროცესს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გაეცნო, რომელიც ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა და მოსწავლეთა პირველ ნაკადს გაესაუბრა. მინისტრის განცხადებით, ახალ ცენტრს რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. “ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის. ქუთაისის ტექნოლოგიური ცენტრი სწორედ ამ მთავარ ღირებულებას ატარებს – გავაერთიანეთ ტექნოლოგიების მიმართულება სხვადასხვა კუთხით და შემოვიტანეთ საგანმანათლებლო კომპონენტი, რაც პირველ რიგში რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს დაეხმარება”, – აღნიშნა ქვრივიშვილმა. “თუმოს” სასწავლო პროგრამა პროგრამირებას, რობოტიკას, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, თამაშების შექმნას, 3D მოდელირებას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებასა და მუსიკას მოიცავს. სწავლების მოდელი თვითმართვადი განათლების პრინციპს ეფუძნება და ინტერაქტიულ მოდულებთან ერთად პრაქტიკულ ვორქშოფებსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აერთიანებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ, “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ, “თუმოს” დამფუძნებლებმა – მარი ლუ და პეგორ პაპაზიანებმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და საქართველოში სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა მიიღეს.
5 full-article translations/day — headlines & summaries always free. Create free account for 25/day
ქუთაისში სომხური საგანმანათლებლო ცენტრის, TUMO-ს ოფიციალური გახსნა გაიმართა

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის -1.15 ლარამდე გაიზარდა
JNEWS / 35 minutes ago

2027 թվականի հունվարից կաթնամթերքի ոլորտում փոփոխություններ են սպասվում
JNEWS / 45 minutes ago

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
JNEWS / 48 minutes ago

საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა შემცირდა
JNEWS / 1 hour ago
Related coverage

Более 100 правительственных доменов Азербайджана подверглись кибератаке
Akhaltskha.net / 2 hours ago
«Տրիկաֆտա» դեղամիջոցը արդեն Վրաստանում է
AliQ Media / 2 hours ago
Վրաստանում այսօր նշվում է Սվետիսցխովլոբան
AliQ Media / 2 hours ago

Մանանա Կոբախիձեի դատավորի լիազորությունները վաղաժամկետ դադարեցվել են
AliQ Media / 14 hours ago