2026 წლის 2 კვარტლის მონაცემებით ასევე რეკორდი დაფიქსირდა ვიზიტების კუთხით, კონკრეტულად, მათ შორის ევროპიდან დაფიქსირდა ზრდა 23.4%, ჩინეთიდაც ვიზიტების ზრდა დაფიქსირდა 16.7%, შუა აზიიდან 3.1%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში უზრუნველყო მთლიანობაში ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება. “წლევანდელ წელს იყო უამრავი გამოწვევა, რაც არსებითად იყო განპირობებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება. 2026 წლის 2 კვარტლის მონაცემებით ასევე რეკორდი დაფიქსირდა ვიზიტების კუთხით, კონკრეტულად, მათ შორის ევროპიდან დაფიქსირდა ზრდა 23.4%, ჩინეთიდაც ვიზიტების ზრდა დაფიქსირდა 16.7%, შუა აზიიდან 3.1%, რამაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო მთლიანობაში ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება“, – აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სამთო-სათხილამურო კურორტებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე. “ტურიზმზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამთო-სათხილამურო კურორტები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება გუდაურში, რაზეც მთავრობის წინა სხდომაზე ვისაუბრე. მთლიანობაში 31 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. საუბარია ხელოვნური გათოვლიანების სისტემაზე, მოეწყობა ახალი საბაგირო გზები, მოძრავი ხალიჩა, ახალი სასრიალო ტრასები, ჯამურად 6 კმ სიგრძის. მთლიანობაში გუდაურის სასრიალო გზები მიაღწევს 86 კილომეტრს. გუდაურის ახალი ტრასა ღამის განათებით აღიჭურვება“, – განაცხადა პრემიერმა.
5 full-article translations/day — headlines & summaries always free. Create free account for 25/day
გუდაურის მასშტაბური განახლება: ხელოვნური გათოვლიანება და ახალი შესაძლებლობები

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS
Related coverage

Վլադիմիրում Yandex-ի տվյալների կենտրոնը ԱԹՍ-ների հարձակման թիրախ է դարձել
Akhaltskha.net / 2 hours ago

Քութայիսի քաղաքի տեխնոլոգիական հաբում կայացել է Վրաստանում առաջին TUMO կենտրոնի բացումը
AliQ Media / 3 hours ago

Եվրոպական ՄիությունՕրը՝ 60 վայրկյանում | 10.10.2026հոկտեմբերի 10 | 20:40
Akhaltskha.net / 14 hours ago

Դոնալդ ԹրամփՊուտինը Թրամփին է փոխանցել Թեհրանի առաջարկները. Պեսկովհոկտեմբերի 10 | 19:08
Akhaltskha.net / 16 hours ago


