სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში ტურიზმის ახალმა საბაკალავრო პროგრამამ დაიწყო ფუნქციონირება. პირველი სტუდენტები უკვე ჩაირიცხნენ და სწავლას შეუდგნენ. ამ ეტაპზე კორპუსში უმაღლესი განათლების ორი პროგრამა მოქმედებს: ტურიზმი და ქართული ფილოლოგია. ეკონომიკის ფაკულტეტზე წელს მიღება არ გამოცხადებულა. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან ახალქალაქის კორპუსში წარმოდგენილ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის ეს ახალი მიმართულება ერთ-ერთი მთავარი სიახლეა. პროგრამაზე მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე განხორციელდა. პირველი ნაკადის ფორმირებაში დამატებითი წვლილი შეიტანა ქართული ენის მომზადების პროგრამამ. სტუდენტებმა, რომლებმაც მოსამზადებელი კურსი დაასრულეს, სწავლა არჩეული მიმართულებებით განაგრძეს. „ჩვენ გვქვს ქართული ენის მომზადების პროგრამა. სტუდენტების ძირითადმა ჯგუფმა, რომელმაც ის დაასრულა, სწორედ ტურიზმი აირჩია. საბოლოოდ, სტუდენტები ორ პროგრამას — ქართულ ფილოლოგიასა და ტურიზმს შორის გადანაწილდნენ. ეს უკვე მომავლის გეგმა კი არა, რეალობაა — პროგრამა უკვე მოქმედებს, სტუდენტები ჩარიცხულნი არიან და სწავლობენ. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ ახალქალაქში ეკონომიკა არ არის და ის დახურეს, ეს ასე არ არის. პროგრამა არ დაუხურავთ — უბრალოდ, მიღების წესი შეიცვალა“, — აცხადებს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაკა ბერიძე. სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლების თქმით, პროგრამა ფაქტობრივად უკვე მოქმედებს: სტუდენტები ჩარიცხულნი არიან, ლექციები დაიწყო და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ტურიზმის პროგრამის გამოჩენამ ცვლილებები შეიტანა ახალქალაქში მიღების სტრუქტურაშიც. კერძოდ, წელს ეკონომიკის მიმართულებაზე ახალი მიღება არ განხორციელებულა. ამასთან, თავად პროგრამა „ეკონომიკა“ არ დახურულა — მასზე სწავლას უფროსი კურსის სტუდენტები განაგრძობენ. ქალაქისთვის, რომელიც ტურისტული პოტენციალისა და მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მქონე რეგიონში მდებარეობს, სპეციალიზებული საგანმანათლებლო პროგრამის გამოჩენა ქმნის შესაძლებლობას, სპეციალისტები უშუალოდ ადგილზე მომზადდნენ. ტურიზმს სტუდენტებს როგორც ახალციხელი, ისე თბილისელი პედაგოგები ასწავლიან. ზოგიერთი სპეციალისტი თბილისიდან ჩამოვა. ისინი ასწავლიან როგორც ახალციხეში, ისე ახალქალაქშიც — მაგალითად, ინგლისურ ენას, აკადემიურ წერასა და სხვა დისციპლინებს. ხოლო ძირითად პროფილურ საგნებს ახალქალაქში, რა თქმა უნდა, ახალციხელი პროფესორები წაიკითხავენ“, — აცხადებს მაკა ბერიძე. საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ახალციხეშიც გრძელდება. „ახალციხეშიც გვაქვს ტურიზმის პროგრამა. გარდა ამისა, მოქმედებს ვეტერინარიის ხუთწლიანი ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც მაგისტრის დიპლომით სრულდება. ასევე გვაქვს კომპიუტერული და IT ტექნოლოგიების, ეკოლოგიის, აგრონომიის, ქართული და ინგლისური ფილოლოგიის, ისტორიის პროგრამები. ამ მიმართულებებზე წელს პირველკურსელები მივიღეთ“, — ამბობს მაკა ბერიძე.
5 full-article translations/day — headlines & summaries always free. Create free account for 25/day
ახალქალაქის უმაღლეს სასწავლებელში ტურიზმსაც ასწავლიან

Comments
No comments yet — be the first to comment.
More from JNEWS

დაპირებული წესრიგი თუ ნაგვის ათმეტრიანი მთები? – ვითარება ახალქალაქი-ნინოწმინდის ნაგავსაყრელზე
JNEWS / 13 hours ago

13 ოქტომბერს დაგეგმილი გაზის გამორთვა გაუქმდა
JNEWS / 14 hours ago

კარტოფილის მოსავლის აღების სეზონი, როგორც შემოსავლის წყარო
JNEWS / 14 hours ago

Ռոսպոտրեբնադզորը արգելել է վրացական որոշ գինիների ներմուծումն ու վաճառքը Ռուսաստանում
JNEWS / 14 hours ago
Related coverage

Քութայիսիում բացվել է Վրաստանում առաջին TUMO կենտրոնը
Akhaltskha.net / Oct 9

Ախալցխայում պարգևատրել են վաստակաշատ ուսուցիչներին
Akhaltskha.net / Oct 9

Ժաննա Անդրեասյանը հանդիպում է ունեցել մանկավարժների հետ
Akhaltskha.net / Oct 9

Ժաննա Անդրեասյանը հանդիպել է Վրաստանի կրթության, գիտության և երիտասարդության նախարարին
Akhaltskha.net / Oct 7